სახალისო და სიცოცხლით სავსე ფილმი, მიუხედავად იმისა, რომ სათაურითა და სინოფსისით ეს შეიძლება არც შეიმჩნეოდეს. მთავარი გმირი, პეპა მარკოსი, ერთი ნაბიჯით არის გიჟურ მდგომარეობამდე და მუდმივად ხვდება აბსურდულ და მოულოდნელ სიტუაციებში. ყველაფერი კი იმით იწყება, რომ მას ცოლშვილიანმა საყვარელმა მიატოვა.
ფილმი, რომელმაც პედრო ალმოდოვარს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ამ ნამუშევრით მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უნიკალური რეჟისორია — მას შეუძლია ერთდროულად შექმნას საოცარი ვიზუალური სამყარო და დახვეწილი სოციალური აბსურდი. ფილმის კაშკაშა ფერადი პალიტრა, სადაც ჭარბობს წითელი და ლურჯი, აძლიერებს მოვლენების დინამიკას პირველი კადრებიდან უკანასკნელამდე.
„ოსკარის“ ნომინაცია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში და ხუთი პრემია „გოია“ — ესპანური კინოჯილდო. ყველაზე შემოსავლიანი ესპანური ფილმი ესპანეთის კინოს ისტორიაში.