ZERO COMPROMISE 2026 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ZERO COMPROMISE 2026

ZERO COMPROMISE 2026

ZERO COMPROMISE 2026
3, ბაირამიშვილის ქ.
ბილეთის ფასი
დან30
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

01.03.2026
კვირა
11:00
30 ₾ - 50
30 ₾ - 50
ვრცლად
02.03.2026
ორშაბათი
11:00
30 ₾ - 50
30 ₾ - 50
ვრცლად

აღწერა

ZERO COMPROMISE - უფრო მასშტაბური და ახალ სივრცეში
 

ZERO COMPROMISE უკვე წლებია საქართველოში მთავარი და

ყველაზე დიდი ბუნებრივი ღვინის ფესტივალია, რომელიც

ყოველწლიურად აერთიანებს ღვინის მოყვარულებს, იმპორტიორებს

და დარგის სხვადასხვა პროფესიონალებს.
 

წელს ღონისძიება კვლავ თბილისში, მაგრამ სრულიად ახალ

მულტიფუნქციურ სივრცეში - გლდანში მდებარე „რადიო ქალაქის“

ტერიტორიაზე გაიმართება.
 

„ზერო“ უკვე წლებია გადაიქცა ქართული ბუნებრივი ღვინის

ექსპორტის მთავარ პლატფორმად. ამ ფესტივალზე ღვინის

იმპორტიორები და ქართველი მეღვინეები აწარმოებენ

მოლაპარაკებებს და დებენ გარიგებებს ახალი მოსავლის ღვინოების

საზღვარგარეთ გატანასთან დაკავშირებით.
 

ღვინის რეალიზაციის შემცირების გლობალური ტენდენციის ფონზე,

ZERO COMPROMISE-ს ორგანიზატორი, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“

და მისი წევრი ქართველი მეღვინეები ცდილობენ, საკუთარი ადგილი

არ დაკარგონ მსოფლიო ბაზარზე, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი

გამოწვევაა.
 

ტრადიციულად ZERO COMPROMISE-ის წინ გაიმართება „ღვინის

ტურები“ დახურული დეგუსტაციების თანხლებით საქართველოს

სხვადასხვა რეგიონებში ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრ

მარნებში. ეს ტურები ეწყობა ასოციაციის ინიციატივით,

სპეციალურად უცხოეთიდან მოწვეული იმპორტიორების,

დისტრიბუტორების და ღვინის სამყაროს სხვა მნიშვნელოვანი

წარმომადგენლებისთვის. ამ პროექტს ასოციაცია მესამე წელია,

ახორციელებს, რითაც ხელს უწყობს იმპორტიორებს და ღვინით

დაინტერესებულ პირებს, რომ კომფორტულ პირობებში გასინჯონ

ქართული ბუნებრივი ღვინო და უკეთ გაიცნონ მეღვინეები.
 

ZERO COMPROMISE-ს ასევე სტუმრობენ თბილისის და

საქართველოს სხვა ქალაქების ღვინის ბარების და რესტორნების

წარმომადგენლები, რომლებსაც საშუალება აქვთ, პირადად ესაუბრონ

ფესტივალის მონაწილე მეღვინეებს და შეუთანხმდნენ მათ

სამომავლო თანამშრომლობაზე.
 

2026 წლის ZERO COMPROMISE-ზე ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“

წევრი ქართული მარნების გარდა უცხოეთის მარნებიც მიიღებენ

მონაწილებას. უცხოელი მეღვინეების სტუმრობა ამ ფესტივალზე

უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა, რამაც ფესტივალს საერთაშორისო

ხასიათი შესძინა.

ფესტივალში მონაწილეობით დაინტერესებულ

უცხოელ მეღვინეებს წელსაც ექნებათ შესაძლებლობა შეავსონ

განაცხადი და დაელოდონ ორგანიზატორების პასუხს (იხ. ბმული).
 

ZERO COMPROMISE-ის მთავარი მიზნებია:

- ქართული ბუნებრივი ღვინის პოპულარიზაცია ადგილობრივ და

საერთაშორისო ბაზარზე, რაც ასევე წარმოადგენს ფესტივალის

მხარდამჭერის - საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მთავარ

პორიორიტეტს.
- მომხმარებელში ღვინის კულტურის ამაღლება და ხარისხიანი,

ტრადიციული პროდუქციის თავისებურების გაცნობა.

- ღვინის ტურიზმის განვითარება.
 

ფესტივალი ZERO COMPROMISE ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“

ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით

იმართება და მასში მხოლოდ ასოციაციის წევრი მარნები, ასევე -

ასოციაციის მიერ შერჩეული უცხოელი ბუნებრივი ღვინის

მწარმოებლები მონაწილეობენ.

ფოტო და ვიდეო

ZERO COMPROMISE 2026

ადგილი

Radio City

თანამშრომლობის, გართობის და ურთიერთგანვითარების ადგილი.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება