22 და 24 აგვისტოს - Mono Hall-ის ორგანიზებით, ბათუმის ჩორბურთის კორტებზე - Zemfira- ს კონცერტი გაიმართება.
ზემფირა | ცოცხალი ლეგენდა სცენაზე - რუსული როკის გამორჩეული ხმა და თაობის სიმბოლო - ზემფირა 2025 წლის ტურნეს ფარგლებში ბათუმში გრანდიოზული კონცერტით წარსდგება მსმენელის წინაშე, რომელიც ემოციით, სიღრმით და მუსიკოსის დაუვიწყარი ჰიტებით იქნება სავსე. ზემფირა არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არტისტისა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მუსიკალური კულტურა პოსტსაბჭოთა სივრცეში და დღესაც ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას როგორც შემოქმედებითად, ისე საზოგადოებრივად.
ასაკობრივი შეზღუდვა: 12+
გარე ტენისის კორტი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, უკვე წლებია ფუნქციონირებს ბათუმის ბულვარში.
კორტზე ხშირად ტარდება საერთაშორისო ტურნირები, ამიტომ ხშირად შეგიძლიათ ნახოთ პროფესიონალი სპორტსმენების ვარჯიში.
თუ ბათუმში ყოფნისას ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა გსურთ, გირჩევთ ეწვიოთ ტენისის კორტს და სცადოთ თქვენი ძალები ტენისში — ულამაზესი გარემოს ფონზე.