14 დეკემბერს - პირველად, თბილისის მონოჰოლის სცენაზე - ზაზა ნოზაძე, მსმენელის წინაშე წარსდგება. ამჯერად, მსმენელს საშუალება ექნება მოისმინოს რეპერის რეპერტუარი, “Status Band”-თან ერთად.
ბენდი ცოცხლად დაუკრავს ზაზას ძველ თუ ახალ კომპოზიციებს და გვექნება შესაძლებლობა ვიხილოთ, სრულიად განსხვავებული და ყველაზე ცოცხალი ჰიპ-ჰოპ პერფორმანსი. სპეციალურად ამ ივენთისთვის, შოუში მონაწილეობას მიიღებენ სერიალ USAშველოების მთავარი პერსონაჟები.