ზაზა ხუციშვილი 60 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Top Sale
ზაზა ხუციშვილი 60

ზაზა ხუციშვილი 60

ზაზა ხუციშვილი 60
Akaki Beliashvili 68, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 50
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ზაზა ხუციშვილის 60 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტი. შესრულდება მუსიკოსის მიერ, სხვადასხვა დროს შექმნილი, თითქმის ყველა მუსიკალური ნაწარმოები და ასევე რამდენიმე ავტორის პოპულარული სიმღერები.

მონაწილეობენ: რომა რცხილაძე, მერაბ სეფაშვილი, დათო ჯაფარიძე, მერაბ სანოძე, ლაშა თოფურია, გელა გნოლიძე, მარიამ კუბანსკი, კრისტინა მეირაბოვა, „ნალი ბენდი“, „ზაზა ხუციშვილის ბენდი“ და ჯგუფი „ვაკის პარკი“. ასევე სპეციალური მოწვევით გერმანელი მუსიკოსი პეტერ ცუფალი.

ფოტო და ვიდეო

ზაზა ხუციშვილი 60

ადგილი

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზი
2020 წლის 11 იანვარს თბილისში ბელიაშვილის 68-ში ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციურ შენობაშია განთავსებული. საკონცერტო დარბაზი 400 ადგილზეა გათვლილი. მისი ვესტიბული და საოფისე ნაწილი როგორც საგამოფენო, ასევე კონფერენციებისა და კორპორატიული ღონისძიებების ჩატარების ფართო შესაძლებლობას იძლევა. დარბაზი საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის ვახტანგ სალარიძის სახელს ატარებს, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეტრში მოღვაწეობდა. ამ თეატრის არაერთი წარმატება სწორედ ვახტანგ სალარიძის ასხელს უკავშირდება.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება