ცაგარელის საიდუმლო კონცერტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ცაგარელის საიდუმლო კონცერტი

ცაგარელის საიდუმლო კონცერტი

ცაგარელის საიდუმლო კონცერტი
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან70
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

25.06.2026
ხუთშაბათი
20:00
70 ₾ - 80
70 ₾ - 80
ვრცლად
26.06.2026
პარასკევი
20:00
70 ₾ - 80
70 ₾ - 80
ვრცლად
27.06.2026
შაბათი
20:00
70 ₾ - 80
70 ₾ - 80
ვრცლად

აღწერა

 

25, 26 და 27 ივნისს გიორგი ცაგარელი მეგობრებთან ერთად გეპატიჟებათ გასაიდუმლოებულ კონცერტებზე, რომელთა ჩატარების მისამართს შეიტყობთ კონცერტამდე მხოლოდ 24 საათით ადრე. წინასწარ რისი გამხელაც შეგვიძლია ისაა, რომ კონცერტები გაიმართება თბილისის ცენტრალური უბნის ერთ-ერთ სივრცეში.


ეს არ არის უბრალოდ კონცერტი, ეს არის SECRET EVENT - განსაკუთრებული საღამო შეზღუდული რაოდენობის სტუმრებისთვის, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა გახდნენ ამ უნიკალური გამოცდილების ნაწილი.


გელოდებათ ინტიმური, კამერული გარემო, ახლო კონტაქტი არტისტთან და მუსიკის მოსმენის განსაკუთრებული გამოცდილება. 


ბილეთების რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია.


პროგრამაშია:

გია ყანჩელი, სოსო ბარდანაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ნიკა მაჩაიძე- Nikakoi, ალექსანდრე კორძაია - Kordz, ნათია სართანია - sTia,


დიმიტრი შოსტაკოვიჩი, ალფრედ შნიტკე, არვო პიარტი, ბენჟამინ ბრიტენი, კრჟიშტოფ პენდერეცკი, რიუჩი საკამოტო, ასტორ პიაცოლა და სხვა.


მონაწილეობენ: Nikala, სოფო ჩოხელი და სიმებიანი კვარტეტი.

 

ფოტო და ვიდეო

ცაგარელის საიდუმლო კონცერტი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება