8.03-დან 13.03-მდე Cinemaholics Tbilisi-ში “ყველაფერი დედაჩემის შესახებ” (რეჟ. პედრო ალმოდოვარის, 1999)
დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით, Cinemaholics Tbilisi პედრო ალმოდოვარის ლეგენდარულ ფილმს წარმოგიდგენთ. ,,ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ რეჟისორის თქმით, ეძღვნება: ,,ბეტ დევისს, ჯინა როულენდსს, რომი შნაიდერს... ყველა ქალს, რომელიც თამაშობს მსახიობს, ყველა ქალს, რომელიც თამაშობს, კაცებს, რომლებიც თამაშობენ და ქალები ხდებიან, ყველა ადამიანს, რომელსაც უნდა, დედა გახდეს. დედაჩემს“.
ფილმმა, რომელიც პედრო ალმოდოვარის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა, მრავალი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ოსკარი, ოქროს გლობუსი, ცეზარისა და კანის კინოფესტივალის ჯილდოები.