გეპატიჟებით მიხეილ გოგავა ფერწერულ გამოფენაზე “ფრაგმენტები საქართველოდან“.
ამ სერიაში პეიზაჟი მხოლოდ ბუნება არაა ის მდგომარეობა, რომელიც საქართველოს რუკაზეა ასახული. საქართველოს სხვადასხვა რეგიონები თავისი სიღრმისეული სილამაზით წარმოდგენილია ფრაგმენტებად თითქოს როგორც პაზლები. მიხეილ გოგავას ინსპირაცია ასევე ლისის ტბას უკავშირდება სადაც შეუმჩნეველი ციცქნა ადგილი დიდი სამყაროს ნაწილებია.
მიხეილ გოგავა ძირითადად მუშაობს აკრილის, გუაშის საღებავებით ტილოზე ან ქაღალდზე თუმცა აქვს შერეული ტექნიკების ნამუშევრები.
თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მოხატოთ ღვინის ეტიკეტი მხატვართან ერთად.
შექმენით უნიკალური ღვინის ბოთლი, რომელიც შეიძლება იყოს იდეალური საჩუქარი.
კაფე – ბარი – რესტორანი ძველ თბილისში
ახალი, თბილი ადგილი ქალაქის გულში
სამუშაო საათები:
ორშ – კვი: 10:00 – 23:00
პარ – შაბ: 10:00 – 00:00
