იორამ თარხნიშვილის სახელობის ღვინის ფესტივალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
იორამ თარხნიშვილის სახელობის ღვინის ფესტივალი

იორამ თარხნიშვილის სახელობის ღვინის ფესტივალი

იორამ თარხნიშვილის სახელობის ღვინის ფესტივალი
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან20
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

16.05.2026
შაბათი
12:00
20 ₾ - 30
20 ₾ - 30
ვრცლად
17.05.2026
კვირა
12:00
20 ₾ - 30
20 ₾ - 30
ვრცლად

აღწერა

ფესტივალი მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი მეღვინე-ტექნოლოგის სახელს ატარებს და მიზნად ისახავს ხარისხის სტანდარტის პოპულარიზაციას ღვინის ინდუსტრიაში.
 

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება კონკურსი, რომლის გამარჯვებულებს წლის მთავარი მეღვინის ჯილდო გადაეცემათ. კონკურსის მიზანია წარმოაჩინოს ქართველი მეღვინის ლიდერული და ინოვაციური უნარები, პროფესიონალიზმი და ღვინის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილი. 
 

ეს ფესტივალი არ იქნება უბრალო დეგუსტაცია, ეს იქნება მეღვინეების დღესასწაული.
 

რა გელით ფესტივალზე?

- მეღვინეების კონკურსი და დაჯილდოება;

- ღვინოების დეგუსტაცია;

- კულტურული და მუსიკალური ღონისძიებები, კულინარიული შოუები.
 

იორამ თარხნიშვილის ღვინის ფესტივალი უმასპინძლებს ღვინის მწარმოებლებს, ქართველ და უცხოელ ღვინის პროფესიონალებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ქართული ღვინის გულშემატკივრებს. 
 

„იორამ თარხნიშვილის სახელობის ფესტივალის“ სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ფესტივალის მასპინძელი და გენერალური სპონსორია შატო მეფის ქალაქი. ფესტივალის საერთაშორისო პარტნიორია Vinifera. ფესტივალის მხარდამჭერია კასპის მერია. ღონისძიების სპონსორია პროკრედიტ ბანკი. პროექტის ავტორი და ფესტივალის ორგანიზატორია Divine Projects. 


ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

თანმხლებ პირთან ერთად მყოფ 12 წლამდე პირებს არ სჭირდებათ ბილეთი.
 

FB: https://www.facebook.com/profile.php?id=61582199311099

Instagram: https://www.instagram.com/ioramtarkhnishviliwinefest?igsh=NzZvbmE0MDFueDd3

ფოტო და ვიდეო

იორამ თარხნიშვილის სახელობის ღვინის ფესტივალი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება