YOKAI FEST TBILISI — ქალაქის ყველაზე მასშტაბური ჰელოუინის ანიმე-ფესტივალი! თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
YOKAI FEST TBILISI — ქალაქის ყველაზე მასშტაბური ჰელოუინის ანიმე-ფესტივალი!

YOKAI FEST TBILISI — ქალაქის ყველაზე მასშტაბური ჰელოუინის ანიმე-ფესტივალი!

YOKAI FEST TBILISI — ქალაქის ყველაზე მასშტაბური ჰელოუინის ანიმე-ფესტივალი!
Tbilisi, Georgia
Korean, ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

YOKAI FEST TBILISI — ქალაქის ყველაზე მასშტაბური ჰელოუინის ანიმე-ფესტივალი!

მასშტაბური ფესტივალის @anime_sound_fest_ge ორგანიზატორებისგან, რომელზეც 1700-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა!

31 ოქტომბერს Yokai Fest Tbilisi გიწვევთ იაპონური ფოლკლორის, ანიმესა და ჰელოუინის მისტიკურ სამყაროში!

რა გელოდებათ?

პირველად საქართველოში — იოკაების ტრადიციული აღლუმი!

გახდით იაპონური სულებისა და დემონების შთამბეჭდავი, მისტიკური მსვლელობის მაყურებელი ან მონაწილე შემოსაზღვრულ ღია სივრცეში.

კოსპლეის კონკურსი დიდი პრიზებით!

გამოავლინეთ თქვენი ნიჭი სცენაზე და იბრძოლეთ ფულადი პრიზებისთვის:

  • Craft (საუკეთესო კოსტიუმი) — 800 ლარი

  • Performance (საუკეთესო გამოსვლა) — 500 ლარი

  • ყველაზე საშიში კოსპლეი (ჟიურის არჩევანი) — 200 ლარი

ანიმეს სიმღერების კონკურსი!

შეასრულეთ თქვენი საყვარელი ანიმეს საწყისი ან დასკვნითი სიმღერა და იბრძოლეთ 500 ლარის მოსაპოვებლად!

დიდი იაპონური მარკეტი

დააგემოვნეთ ავთენტური იაპონური ქუჩის საკვები, აღმოაჩინეთ მანგასა და ანიმეს თემატური პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი და შეიძინეთ საკუთარი ნიღაბი სპეციალურ Yokai Mask Shop-ში.

გეიმინგ ტურნირი

მიიღეთ მონაწილეობა Mortal Kombat-ის ტურნირში და იბრძოლეთ 300 ლარის პრიზისთვის!

ღონისძიების დრო: 17:00–22:00

ფოტო და ვიდეო

YOKAI FEST TBILISI — ქალაქის ყველაზე მასშტაბური ჰელოუინის ანიმე-ფესტივალი!

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება