YOKAI FEST TBILISI: ყველაზე დიდი ჰელოუინ ანიმე ივენთი თბილისში!
მოემზადე დაუვიწყარი და უნიკალური ჰელოუინ ივენთისთვის, რომლის უკანაც ცნობილი Anime Sound Fest-ის (1,700-ზე მეტი გაყიდული ბილეთი) გუნდი დგას, 31 ოქტომბერს, იმოგზაურე იაპონური ფოლკლორის, ანიმესა და მისტიკური განწყობის სამყაროში.
რას უნდა ელოდო?
პირველად საქართველოში: იოკაების ტრადიციული აღლუმი (Yokai Parade)! შეესწარი და მიიღე მონაწილეობა იაპონური სულებისა და დემონების შთამბეჭდავ და მისტიკურ მსვლელობაში, რომელიც კინოსტუდიის შემოსაზღვრულ ღია სივრცეში გაიმართება
ქოსფლეი კონკურსი დიდი პრიზებით:
- საუკეთესო კრაფტი: 800₾
- საუკეთესო პერფორმანსი: 500₾
- ყველაზე საშიში ქოსფლეი (ჟიურის რჩეული): 200₾
ანიმე ქავერ სიმღერების კონკურსი: შეასრულე შენი საყვარელი ანიმეს სიმღერა სცენაზე და მიიღე მთავარი პრიზის მოგების შანსი 500₾
იაპონური მარკეტი: დააგემოვნე ნამდვილი იაპონური სთრითფუდი, დაათვალიერე მანგასა და ანიმე მერჩანდაიზის დიდი არჩევანი და შეარჩიე შენი ნიღაბი სპეციალურ იოკაის ნიღბების მაღაზიაში
გეიმინგ ტურნირი: ჩაერთე Mortal Kombat-ის ტურნირში და მიიღე მთავარი პრიზის მოგების შანსი 300₾