ყაზბეგი მარათონი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ყაზბეგი მარათონი

ყაზბეგი მარათონი

ალტიჰათთან Skyrace დისტანცია აღწევს უმაღლეს წერტილს (3,014მ), რის შემდეგაც იწყება გრძელი დაღმართი ფინიშისკენ, ალტიჰათის, საბერწეს უღელტეხილისა და ზაფხულის ბილიკის გავლით. Sky-სგან განსხვავებით, გერეთის Extreme შეჯიბრის მონაწილეებისთვის თავგადასავალი კიდევ უფრო ზემოთ მიემართება. მონაწილეები გადაივლიან გერგეთის მყინვარს, გადაახტებიან ყინულიან ნაკადულებს და ავლენ ბეთლემის ქოხამდე (3,650მ). ბეთლემის ქოხი (მეტეო) მოსატრიალებელი წერტილია. ალტიჰატში შეჩერების შემდეგ, მორბენლები გაივლიან საბერწეს უღელტეხილს და გაკვალული ზაფხულის ბილიკიდან გადაუხვევენ კიდევ ერთი ქედის დასალაშქრად, რომელიც მორბენლებს სოფელ გერგეთისკენ გაუძღვება. სოფელში ჩასვლის შემდეგ მონაწილეებს საბოლოო წინაღობა დარჩებათ წინ: 2.5კმ აღმართი ფინიშამდე. გარბენის ოთხივე დისტანცია მარკირებულია TRAILLAB-ის ხელწერით. ბილიკის გასწვრივ, მონაწილეთათვის მოეწყობა დამხმარე სადგურები: Fun Run, 4km გერგეთის სამების პარკინგი, 1.5კმ Classic Trail, 10km ზაფხულის ბილიკი, 5.5კმ Skyrace, 15km ალტიჰათი, 7კმ ზაფხულის ბილიკი, 10.5კმ Extreme, 30კმ ალტიჰათი, 7კმ ბეთლემის ქოხი, 10.5კმ ალტიჰათი, 14კმ ზაფხულის ბილიკი, 18კმ ფინიშისთვის განკუთვნილი დროის ლიმიტებია: Fun Run, 3:00 სთ Classic Trail, 3:00 სთ Skyrace, 4:00 სთ Extreme, 6:00 სთ ყაზბეგი მარათონის ოთხივე დისტანცია რეგისტრირებულია სამთო სირბილის საერთაშორისო ასოციაციის (International Trail Running Association ITRA https://itra.run) და მონბლაბის ულტრა თრეილ მსოფლიო სერიის UTMB WORLD SERIES (https://utmb.world) მიერ. აქედან ორ გარბენს, Extreme და SkyRace აქვს საერთაშორისო საკვალიფიკაციო სტატუსი: SkyRace Extreme Extreme და SkyRace დისტანციის მონაწილეები გარბენზე დაიშვებიან მხოლოდ ყველა სავალდებულო ნივთის ქონის შემთხვევაში. სავალდებულო ნივთების ჩამონათვალი შემდეგ ბმულზეა: https://www.traillab.ge/kazbegi ასაკობრივი შეზღუდვა 18+
ყაზბეგი მარათონი
Georgia, Mtskheta-Mtianeti Municipality
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

● სახალისო გარბენი 4კმ, 300 ვერტიკალური მეტრი

● კლასიკური თრეილი 10კმ, 900 ვერტიკალური მეტრი

● SkyRace 15კმ, 1,300 ვერტიკალური მეტრი

● Exteme 29კმ, 2,100 ვერტიკალური მეტრი -Extreme ბილეთის შესაძენი ბმულის მისაღებად, აუცილებელია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (https://www.traillab.ge/kea/) და გამოაგზავნოთ დასადასტურებლად. დაკმაყოფილების შემთხვევაში გადმოგეგზავნებათ ყიდვის ბმული სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ იმეილზე.

წელს ჩვენ დაგვხვდება ბილიკი, რომელიც გარბენს დაუვიწყარ სამთო თავგადასავლად აქცევს. ციცაბო აღმართები, მაღალი მთები, შთამბეჭდავი ბუნება, მთის მდინარის კვეთა, ტექნიკური სექციები და მყინვარწვერის გასაოცარი ხედები ბილიკის მნიშვნელოვანი ნაწილიდან.

გარბენს ვიწყებთ სოფელ გერგეთიდან. გერგეთის სამების პარკინგის გავლით და ზამთრის ბილიკით მივემართებით საბერწემდე. უღელტეხილამდე არმისული სახალისო გარბენის მონაწილეები გამობრუნდებიან უკან, ხოლო Sky და Extreme შეჯიბრის მონაწილეები გააგრძელებენ სვლას უღელტეხილისკენ, დაეშვებიან მდინარისკენ და ხიდის გადაკვეთის შემდეგ მიადგებიან ალპურ ქოხ ალტიჰათში განთავსებულ დამხმარე სადგურს.

ფოტო და ვიდეო

ყაზბეგი მარათონი

ადგილი

ყაზბეგი (სტეფანწმინდა)
ყაზბეგი (სტეფანწმინდა)
Georgia, Mtskheta-Mtianeti Municipality
სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) — დაბა საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, სასტუმროები. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში, ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. თბილისიდან 157 კმ., ვლადიკავკაზიდან 46 კმ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება