მე, ბებია, ილიკო და ილარიონი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან 16
advertising
ქართული

განრიგი

03.04.2025
ხუთშაბათი
19:00
16

აღწერა

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების „ მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ახლებურ გააზრებას გვთავაზობს რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე.

ექსპერიმენტული წარმოდგენა ეძღვნება ომს. ომში მყოფ ადამიანებს, მათ ურთიერთობებს ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან. ახალი და საინტერესოა ფორმისა და მასში გამოყენებული მუსიკალური ჟანრის თვალსაზრისით. ერთმანეთთან სინთეზურად არის შერწყმული ელექტრონული და კლასიკური მუსიკალური თემები. ცოცხალი პლანის პარალელურად სპექტაკლისთვის სპეციალურად ვახტანგ ქორიძემ შექმნა ფაქიზოსა და მურადას თოჯინები.

ინსცენირება, სცენოგრაფია, მუსიკალური გაფორმება ელენე მაცხონაშვილის.

მონაწილეობენ: კახა გაბელაია, მერაბ შარიქაძე, ნაირა გელაძე, ხატია მელქაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ლაშა გრძელიძე, სოფიო ფერაძე, ნინო პაპიაშვილი, ლანა მანაგაძე, მაია მალხაზიშვილი.

ასაკობრივი შეზღუდვა 9+

ფოტო და ვიდეო

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
99/1 D.Agmashenebeli avenue
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება