Wow Detective
არაჩვეულებრივი ფორმატის ქვიზი მათთვის, ვისაც ლოგიკური ამოცანების ამოხსნა უყვარს, დეტექტიური ისტორიების მოულოდნელი სიუჟეტებით ტკბება და ერთხელ მაინც უცდია საქმის გახსნა საყვარელ წიგნისა თუ ფილმის დეტექტივებთან ერთად.
შეამოწმეთ თქვენი დაკვირვების უნარი, გააანალიზეთ მინიშნებები, დააკავშირეთ ფაქტები და სცადეთ, სხვებზე ადრე ამოხსნათ საიდუმლო.
იქნება ეს თქვენი პირველი დეტექტიური გამოწვევა თუ უკვე გამოცდილი გამომძიებელი ხართ, Wow Detective საინტერესო, დაძაბულ და სახალისო საღამოს გპირდებათ.