სამუშაო შეხვედრა - შრომითი ბაზრის ტენდენციები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
სამუშაო შეხვედრა - შრომითი ბაზრის ტენდენციები

სამუშაო შეხვედრა - შრომითი ბაზრის ტენდენციები

სამუშაო შეხვედრა - შრომითი ბაზრის ტენდენციები
13 Rustaveli Ave, Tbilisi
advertising
ქართული

განრიგი

19.03.2026
ხუთშაბათი
10:00

აღწერა

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://globaleysurvey.ey.com/jfe/form/SV_8ICCg3yg6lUmB5s

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 მარტი

შეხვედრის თარიღი: 19 მარტი | 10:00-17:00 

📍 ლოკაცია: სასტუმრო თბილისი მერიოტი, რუსთაველის გამზ. 13

🗣 შეხვედრას გაუძღვებიან EY-ს ექსპერტები: ელენე სულხანიშვილი, ზაქარია შველიძე, თინათინ კაჭახიძე და ნინო ესაკია

შრომით ბაზარზე ბოლო წლებში არსებული გამოწვევების ფონზე პრაქტიკა და ტენდენციები დინამიკური და ხშირად არაპროგნოზირებადია. მაღალი რეპუტაციისა და კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანი ხდება, კომპანიები თანხვედრაში იყვნენ თანამედროვე სტანდარტებთან. შესაბამისად, გიწვევთ სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც განვიხილავთ:

✅ სასამართლოს უახლესი პრაქტიკა და ტენდენციები შრომით კონფლიქტებზე 
✅ უცხოელთა დასაქმებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები 
✅ ხარვეზები შრომით ხელშეკრულებებში და გადაწყვეტის გზები 
✅ EY-ის 2025 წლის HR პოლიტიკებისა და პრაქტიკების კვლევის შედეგები 
✅ თანაბარი სამუშაო პირობების შეფასების მეთოდოლოგია 

მიზნობრივი აუდიტორია: 

• HR მენეჯერები
• იურისტები
• შუა რგოლის მენეჯერები
• ადმინისტრაციული ხელმძღვანელები
• დარგის სხვა სპეციალისტები

შეხვედრის ენა: ქართული
ფორმა: ინტერაქციული

მონაწილეობის ღირებულება: 350 ლარი (კომპანიიდან 2 ან მეტი მონაწილის შემთხვევაში ან/და EY-ს კლიენტებისთვის 250 ლარი). მონაწილეობის საფასურის გადახდაზე დეტალებს რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტაზე მიიღებთ.

დღის წესრიგი: 

10:00-10:15 | რეგისტრაცია 

10:15-12:30 | ზაქარია შველიძე - სასამართლოს უახლესი პრაქტიკა და ტენდენციები შრომით კონფლიქტებზე

12:30-13:00 | ზაქარია შველიძე - უცხოელთა დასაქმებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

13:00-14:00 | ლანჩი

14:00-15:00 | ელენე სულხანიშვილი - ხარვეზები შრომით ხელშეკრულებებში და გადაწყვეტის გზები

15:00-15:15 | ყავის შესვენება

15:15-16:30 | თინათინ კაჭახიძე - EY-ის 2025 წლის HR პოლიტიკებისა და პრაქტიკების კვლევის შედეგები

16:30-17:00 | ნინო ესაკია - თანაბარი სამუშაო პირობების შეფასების მეთოდოლოგია

ფოტო და ვიდეო

სამუშაო შეხვედრა - შრომითი ბაზრის ტენდენციები

ადგილი

Tbilisi Marriott Hotel
სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, ყოფილი სასტუმრო „მაჟესტიკი“ — შოთა რუსთაველის გამზირზე N13-ში მდებარე სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით აშენებული სასტუმრო. მშენებლობა 1911 წელს დაიწყო თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის ალექსანდრ ოზეროვის პროექტით. შენობის საბოლოო ვარიანტი თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა შექმნა 1915 წელს. სწორედ ტერ-მიქელოვისეულია ნაგებობის „შეზნექილი“ ფასადი და გიორგი ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს. ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-92 წლების თბილისის ომის დროს. ომის დროსვე განადგურდა მისი არქივი. 2002 წელს მოხდა შენობის რესტავრაცია. მასში განთავსდა Marriott-ის ქსელის სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება