Winter School in Global Politics თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Winter School in Global Politics

Winter School in Global Politics

Winter School in Global Politics
11, ნ. ბოხუას ქ.
ინგლისური, ქართული

აღწერა

მზად ხარ გაეცნო გლობალურ პოლიტიკასა და საერთაშორისო სისტემაში არსებულ გამოწვევებს?

📣 დარეგისტრირდი გლობალური პოლიტიკის ზამთრის სკოლაში: „ნავიგაცია გაურკვევლობაში: დიდი სახელმწიფოების პოლიტიკა და თანამედროვე გამოწვევები საერთაშორისო სისტემაში.“

პროექტი ორგანიზებულია IPRES-ისა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის მიერ.

📍 ლოკაცია: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო კამპუსი.
📅 თარიღი: 25–27 თებერვალი, 2026.
🗣 სამუშაო ენა: ინგლისური.
💸 მონაწილეობა უფასოა.
📜 ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

🔎 რას შეისწავლი:
ზამთრის სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან დიდი სახელმწიფოების პოლიტიკას, ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებს, აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, ევროკავშირის ძალაუფლების ამბიციებს, რუსეთის როლს საერთაშორისო სისტემაში, ასევე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ადგილს გლობალურ პოლიტიკაში.

📚 სასწავლო პროცესი წარიმართება ლექციებისა და ინტერაქტიული სემინარების ფორმატში.

👥 მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალური მეცნიერებებისა და მომიჯნავე სფეროს ბაკალავრის სტუდენტებს. პრიორიტეტი მიენიჭება მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს.

📩 როგორ უნდა დარეგისტრირდე:
გამოაგზავნე შენი CV ელფოსტაზე: politics@newvision.ge (ელფოსტის სათაური: Winter School Application).

📅 განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 თებერვალი, 2026.

ფოტო და ვიდეო

Winter School in Global Politics

ადგილი