Winter Book Fair თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Winter Book Fair

Winter Book Fair

Winter Book Fair
13, კონსტიტუციის ქ.
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

გამომცემლობა “პოლინომიალი” და ბარი “ანტენა” ვაგრძელებთ მცირე სახელოვნებო ბაზრობების სერიას და ამჯერად Winter Book Fair-ზე გიწვევთ. ღონისძიების ფარგლებში შეძლებთ დამოუკიდებელი გამომცემლობების და ხელოვანების ნამუშევრების გაცნობასა და შეძენას. 

ინიციატივა კრიზისულ პერიოდში ადგილობრივი გამომცემლობებისა და ხელოვანების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა და ცდილობს ხელი შეუწყოს აუდიტორიისათვის მათი საქმიანობის გაცნობას და ახალი ინტერაქციული გამოცდილებების წახალისებას.

Winter Book Fair-ზე, ასევე, შეძლებთ დააგემოვნოთ ნინუცა შატბერაშვილის მიერ მომზადებული კორეული კერძები, 17:00 საათიდან. საღამოს 19:00-დან კი mariam k. შემოგთავაზებთ მუსიკალურ სელექციას Post-Valentine’s Love Song Selection. 

 

Winter Book Fair-ის მონაწილეები:

•⁠ ⁠Polynomial Books
•⁠ ⁠Xaraxura Press
•⁠ ⁠Kona Books
•⁠ ⁠Alehop Shop
•⁠ ⁠Zoliani Kata Publishing
•⁠ ⁠Matarebeli Comics
•⁠ ⁠Syla Away
•⁠ ⁠Meduza Books
•⁠ ⁠Rusty Comics
•⁠ ⁠Moubary Publishing
•⁠ ⁠NANA, OH!
•⁠ ⁠Ziari Press

 

ღონისძიება გაიმართება 15 თებერვალს, 14:00 საათიდან 22:00-მდე, ბარ “ანტენაში” (კონსტიტუციის ქუჩა 13)

ფოტო და ვიდეო

Winter Book Fair

ადგილი