აპლიკაციით რბენის შესახებ:
რბენა 5 მაისს, მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს დაიწყება, საქართველოს დროით ზუსტად 15:00 საათზე. Wings for Life World Run-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი, მის ნაცვლად, სტარტიდან 30 წუთის შემდეგ ვირტუალური ფინიშის მანქანა იწყებს მოძრაობას და მორბენლების გავლილ მანძილს აღრიცხავს. აპლიკაციით სირბილი შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას. აპლიკაციით შეგიძლიათ ირბინოთ მარტო, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ან თანამშრომლებთან ერთად. Wings for Life World Run-ის აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია App Store და Google Store -დან. რეგისტრაციის საფასურია 10 ევროს ექვივალენტი ლარში (30 ლარი); თანხა სრულად ირიცხება Wings for Life ფონდში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად. აპლიკაცია ხმოვანი ფუნქციის მეშვეობით შეგატყობინებთ ინფორმაციას სტარტის, ფინიშის მანქანის დაძვრის, სიჩქარის მატებისა და რბენის დასრულების შესახებ. ამიტომ, სასურველია მონაწილეს ტელეფონთან ერთად თან ჰქონდეს ყურსასმენი.
მონაწილეობის წესები:
მონაწილეობა შეუძლიათ მოყვარულ თუ პროფესიონალ მორბენლებსა და ეტლით მოსარგებლეებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი. მონაწილეობა შეუძლიათ კორპორაციულ გუნდებს. დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელფოსტაზე: wflgeorgia@gmail.com
დამატებითი ინფორმაცია:
შექმენი შენი გუნდი ვებ-გვერდზე, მოიწვიე მეგობრები და კოლეგები. მიუხედავად იმისა, ერთ ლოკაციაზე ირბენთ თუ ცალ-ცალკე, თქვენ მიერ გავლილი მანძილი საერთო ჩათვლაში აისახება. შექმენი გუნდი: https://win.gs/Teams დაგეგმეთ აპლიკაციით საკუთარი რბენა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, სპორტულ გუნდებთან და კოლეგებთან ერთად. შეარჩიეთ 4-დან 6 კმ-მდე წრიული ტრასა და დააორგანიზეთ აპლიკაციით საკუთარი რბენა, რომელიც მასშტაბური მსოფლიო რბენის ნაწილი იქნება. დაარეგისტრირეთ აპლიკაციით რბენა მისამართზე: https://win.gs/Apprun ვირტუალური ფინიშის მანქანის სიჩქარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: https://win.gs/vcatchercar
შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
5 მაისს, 15:00 საათზე, ინდივიდუალურად თუ გუნდურად, ვირბინოთ მსოფლიოსთან ერთად და კიდევ ერთხელ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებაში.
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.