Winexpo Georgia 2025 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Winexpo Georgia 2025
ინგლისური, ქართული

აღწერა

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-17 საერთაშორისო გამოფენა 6-8 ივნისს, ExpoGeorgia-ში გაიმართება.

გამოფენაზე, ტრადიციულად, შეხვდებით ქართველ მწარმოებლებს მსხვილი კომპანიებიდან საოჯახო მარნებამდე, აგრეთვე დარგის ექსპერტებს, თრეიდერებს, საერთაშორისო მედიასა და ჰორეკა სფეროს წარმომადგენლებს.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიებისა და დამხმარე მასალების (შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები, სერვისები და სხვა) მომწოდებელი კომპანიებიც.

 ღონისძიების ფარგლებში კვლავ გაიმართება ღვინის ექსპორტის ფორუმი, რომელიც მიზნად ქართველი მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებაში დახმარებას ისახავს.
 გამოფენის პარალელურად კვლავაც ჩატარდება ღვინის საერთაშორისო კონკურსი, რომლის გამარჯვებულებსაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.

მონაწილეობის მისაღებად დაგვიკავშირდით:
mkvetenadze@expogeorgia.ge
597724409

ფოტო და ვიდეო

Winexpo Georgia 2025

ადგილი

ექსპო ჯორჯია
გამოფენებისა და ღონისძიებების ორგანიზება
ამ ადგილის ყველა ღონისძიება