📅 4 ივლისი (13:00-დან-19:00-მდე)
📍 თბილისის ღვინის მუზეუმი
კინო და ღვინო XV საუკუნის მიწისქვეშა ქალაქში
მტკვრის დონის ქვემოთ, XV საუკუნის ისტორიულ გვირაბებსა და მარნებში, მდებარეობს უნიკალური ღვინის მუზეუმი. WINECAST-ი სწორედ ამ მიწისქვეშა საცავებში და ძველი თბილისის არქიტექტურის გარემოცვაში იწყება.
წარმოიდგინეთ, ხელში ღვინის ჭიქა, ისტორიული ქვის თაღები, ფილმები დიდ ეკრანზე, განცდა, რომ დრო გაჩერდა და რამდენიმე საათით თანამედროვე თბილისიდან სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდით.
ფესტივალზე გელოდებათ:
• ფილმების პრემიერები და სპეციალური ჩვენებები
• ერთი ჭიქა რჩეული ღვინო
• მუზეუმისა და ისტორიული სივრცეების დათვალიერება
• შეხვედრები და მასტერკლასები
ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია მუზეუმის ტევადობიდან გამომდინარე.