WINECAST Film & Wine International Festival 2026 (Fabrika Rooftop) თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
WINECAST Film & Wine International Festival 2026 (Fabrika Rooftop)

WINECAST Film & Wine International Festival 2026 (Fabrika Rooftop)

WINECAST Film & Wine International Festival 2026 (Fabrika Rooftop)
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან28
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

03.07.2026
პარასკევი
19:00
28 ₾ - 40
28 ₾ - 40
ვრცლად

აღწერა

📅 3 ივლისი | 19:00–23:00

📍 Fabrika Rooftop
 

ვაინქასთი 2026 წლის პირველი საფესტივალო დღე თბილისის ყველაზე თავისუფალ და კრეატიულ სივრცეში.


წლის ყველაზე გახმაურებული ფილმის; ოსკარის, BAFTA-სა და უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი „Mr. Nobody Against Putin“ (ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ)


ქართული პრემიერა.

ზაფხულის საღამო, თბილისის ხედები, კინო ღია ცის ქვეშ, ღვინო და DJ Darwin Stapel, პირდაპირ ბერლინის კინოფესტივალ “ბერლინალედან”. 


ბილეთის ღირებულებაში შედის:

• ფილმის ჩვენება

• ღვინის კოქტეილი (welcome drink)

• ბერლინელი DJ Darwin Stapel მუსიკალური სეტი


ფილმის სინოფსისი: პაველ ტალანკინისა და დევიდ ბორენშტეინის დოკუმენტური ფილმი რუსეთის პროვინციის ერთი, პატარა სკოლის ამბავს გვიამბობს, რომელიც დროთა განმავლობაში ომის პროპაგანდისა და სამხედრო აგიტაციის ცენტრად იქცევა. ფილმი სკოლის მასწავლებლისა და ვიდეოგრაფის მიერ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ფარულად გადაღებულია.


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ლოკაციის სპეციფიკიდან გამომდინარე ადგილები მკაცრად შეზღუდულია!


ასაკობრივი შეზღუდვა და ფესტივალზე შესვლის წესები:

- 0-დან 12 წლამდე ბავშვები: შესვლა უფასოა მხოლოდ ზრდასრულის თანხლებით.

- 18 წლამდე არასრულწლოვნები: ფესტივალზე დაიშვებიან მხოლოდ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანხლებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 18 წლამდე პირებზე საფესტივალო ღვინის ჭიქა არ გაიცემა.

ფოტო და ვიდეო

WINECAST Film & Wine International Festival 2026 (Fabrika Rooftop)

ადგილი

ფაბრიკა
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება