📅 5 ივლისი (13:00 – 21:00)
📍 შატო მუხრანი
5 ივლისს ვაინქასთი შატო მუხრანში ფესტივალის ყველაზე მასშტაბური დღით ბრუნდება, სადაც კინო, ღვინო, მუსიკა და ყველაზე საინტერესო ადამიანები ერთ სივრცეში შეიკრიბებიან.
წარმოიდგინეთ, ვენახები ღია ცის ქვეშ, ხელში ღვინის ჭიქა, ფილმები დიდ ეკრანზე მუსიკა და ახალი ნაცნობები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. სივრცე, სადაც ოსკაროსანი რეჟისორები, სომელიეები, მუსიკოსები და სტუმრები ერთად უყურებენ ფილმს, საუბრობენ და უბრალოდ სასიამოვნო დროს ატარებენ.
რა გელით მთავარ საფესტივალო დღეს:
- ღვინის სივრცე: 200+ სახეობის ღვინო და 30+ წამყვანი მეღვინეობა. შეუზღუდავად დააგემოვნეთ საუკეთესო ღვინოები და გაიცანით ადამიანები ამ ღვინოების მიღმა
-კინო ღია ცის ქვეშ: მოეწყვეთ მყუდროდ ღია ცის ქვეშ: წინ საერთაშორისო ფილმების ჩვენება და ავტორებთან საინტერესო საუბრები გველოდება.
- მუსიკა: საღამოს მუსიკალურ მუხტზე იზრუნებს ბერლინელი DJ Darwin Stapel, ე.წ „კინო DJ“, რომელიც BERLINALE-ს, Adidas-ის, Vogue-ის და ევროპის ყველაზე პრესტიჟული წვეულებების ჰედლაინერია.
- შატოს ისტორიულ მარანში გაიმართება ღვინის თემატიკაზე ფილმების ჩვენება და ეკრანზე ნანახი ღვინის დეგუსტაციას.
- საერთაშორისო მასტერკლასები მოიცავს უცხოური ღვინის დეგუსტაციებს მსოფლიოში ცნობილ სომელიეებთან და ექსპერტებთან ერთად.
- არტ სივრცე გააერთიანებს თანამედროვე ინსტალაციებსა და გამოფენებს.
- გასტრონომიული სივრცე სტუმრებს მრავალფეროვან კულინარიულ ზონებს შესთავაზებს.
- ისტორიული შატო მუხრანის გარემო, ვენახები, ულამაზესი ბუნება, სიგრილე, წითელი ხალიჩა და ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კულტურული ღონისძიება საქართველოში.
- საბავშვო სივრცე დაეთმობა სპეციალურ შემეცნებით და გასართობ აქტივობებს პატარებისთვის.
- დახურვის ცერემონიაზე კინოსა და ღვინის ნომინაციებში ფესტივალის გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება გაიმართება.
ტრანსპორტირება:
თბილისიდან შატო მუხრანის მიმართულებით და უკან სპეციალური, უფასო ავტობუსები ივლიან.
*თითოეული ბილეთი მოიცავს: სრულ წვდომას ყველა სივრცეზე, კინოჩვენებასა და აქტივობაზე, ღვინის შეუზღუდავ დეგუსტაციას, ღვინის ჭიქას და ჩანთას.
წინასწარი გაყიდვის ფარგლებში მხოლოდ თიბისი კონცეპტ Visa ბარათაბის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბილეთი 30% ფასდაკლებით. პრისეილის შემდეგ 15 ივნისის 10:00 საათიდან კი 15% ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათზე: TBC Concept Visa Signature, Visa Platinum, Miles&Smiles Visa Signature.
ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია ლოკაციის ტევადობიდან გამომდინარე.
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა.