ღვინის ხატვა (გრიზალი) თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ღვინის ხატვა (გრიზალი)

ღვინის ხატვა (გრიზალი)

ღვინის ხატვა (გრიზალი)
29 Giorgi Atoneli St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან100
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

 

ვინ თქვა, რომ მხოლოდ საღებავებით შეიძლება ხატვა? ამ მასტერკლასზე თქვენ გაეცნობით ბუნების მიერ შექმნილ ნატურალური პიგმენტებით ხატვის საოცარ ტექნიკას.ყავა და ღვინო შეიცავს ბუნებრივ პიგმენტებს, რომლებიც ქაღალზე აკვარელის მსგავსად ჯდება, ამიტომ ყავით ან ღვინით ხატვა ძალიან ჰგავს აკვარელით ხატვას. ოსტატი ეტაპობრივად აგიხსნით ნახატის შექმნის სპეციფიკას და ასევე გაგიმასპინძლდებათ „მთავარი ინსტრუმენტებით“ - ღვინით და ყავით. ნახატს შეიძლება დაემატოს აკვარელით ან შავი მელნით შესრულებული დეტალები, ქართული ასოები და ორნამენტები. ნახატების დასრულების შემდეგ, სანამ ნამუშევრები შრება, სტუმრები ტკბებიან ღვინით და ყავით.

ხანგრძლივობა: 1.5 საათი

უფასო MaryJos-ის ჩაი ან თქვენი არჩევანის გლინტვეინი + გასტროხაჭაპურის ბუფეტი

ფოტო და ვიდეო

ღვინის ხატვა (გრიზალი)

ადგილი

RadioCafe
RadioCafe არის კაფე თანამედროვე ქართული სამზარეულოთი. RadioCafe გთავაზობთ ლამაზ და მყუდრო გარემოს ტრადიციული ეშხით. ინტერიერის დიზაინი კომფორტული და საინტერესოა, იდეალურია ჩვეულებრივი სადილისთვის ან წვეულებისთვის. უგემრიელესი კერძებისა და სასმელების გარდა, RadioCafe საღამოობით ასევე აწყობს ცოცხალი მუსიკის პერფორმანსებს. ახლად გარემონტებული ორბელიანის მოედნის ცენტრში მდებარე RadioCafe ადვილად ხელმისაწვდომია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ქალაქის მცხოვრებისთვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება