3 ოქტომბერს, ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, მურმან ჯინორია გელოდებათ განსაკუთრებულ პოეზიის საღამოზე — „ღვინობის თვე“.
ეს არ იქნება მხოლოდ პოეზიის კითხვა. საღამო თეატრალიზებული სანახაობით, სცენური შესრულებითა და ემოციებით იქნება დატვირთული.
კარი გაიხსნება 19:00 საათზე. ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ბარის მომსახურებით. ღონისძიების დასაწყისი — 20:00 საათი. გელოდებით „ღვინობის თვეში“ — ერთი ლამაზი, ემოციური და დაუვიწყარი საღამოს გასატარებლად.
ასაკობრივი შეზღუდვა: 6+.