ფილმი-ფრანკენშტეინი: ერთდროულად ნაივურად წვნიანი, გიჟურად კომიკური და ამავე დროს სასიკვდილოდ სერიოზული. ახალგაზრდა შეყვარებულები — სეილორი და ლულა — გზას ადგებიან, არ აქვს მნიშვნელობა სად, მთავარი არის რაც შეიძლება შორს იყვნენ ლულას არაკონტროლირებადი, მმართველი დედისგან. დედა კი, რომელიც შიშობს შვილის „უდანაშაულობაზე“, ქირაობს — არც მეტი, არც ნაკლები — მკვლელების ჯგუფს, მზადს წყვილის სიურრეალისტური თაფლობის თვის შეწყვეტისთვის.
„ველური გულით“ — რა თქმა უნდა, სიყვარულის ისტორიაა, მაგრამ ამავდროულად ერთგვარი მოზრდილობის ნოველაცაა: თავის გიჟურ მოგზაურობაში ლულა ხედავს და განიცდის საშინელებებს, რომლებიც ანადგურებს იმ უდანაშაულობას, რომლის დაცვასაც მისი მონსტრულად მზრუნველი დედა ასე ცდილობდა. მიუხედავად ყველაფრისა, იგი და მისი სიყვარული სეილორისადმი (ნიკოლას ქეიჯი) რჩება უცვლელი.
🏆 კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“.