პაველ უსანოვი — რუსეთის ეკონომისტი, მეცნიერებათა კანდიდატი, აინ რენდის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და დამფუძნებელი. ის თბილისში მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოვიდა და სპეციალურად თქვენთვის ჩვენი სივრცის სტუმარი იქნება.
ივენტზე, რომელიც ხალხთა სიმდიდრის წყაროებს შეეხება, პაველ უსანოვი მოგიყვებათ, რა ახსნას აძლევენ სხვადასხვა სკოლისა და მიმართულების პოპულარული ეკონომისტები სიმდიდრის მიზეზებს და რა უზრუნველყოფს რეალურად საზოგადოების პროგრესსა და აყვავებას.
მობრძანდით, ძალიან გაგვიხარდება!