Who is in? Awareness Intensive თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Who is in? Awareness Intensive

Who is in? Awareness Intensive

Who is in? Awareness Intensive
71 Sairme St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან170
advertising
ინგლისური

განრიგი

01.03.2026
კვირა
11:00
170

აღწერა

 ყველაზე ღრმა კითხვა, რომელიც ოდესმე შეგვიძლია საკუთარ თავს დავუსვათ, არის: ვინ ვარ მე? ერთი შეხედვით, ეს თითქოს უმნიშვნელო კითხვაა, თუმცა, სინამდვილეში, იგი გვაბრუნებს ჩვენი არსის სიღრმეში, ჩვენს გულში - ღმერთთან. სიტყვა „ვინ“ ერთ-ერთი ყველაზე ღრმა შინაარსითაა დატვირთული ყველა ენაში.

1 მარტს, კვირას, გაზაფხულს პირველ დღეს ლუმოსში გავატარებთ საკუთარ თავის ღრმა ნაწილებთან შესახვედრად სხეულზე ორიენტირებულ თერაპევტ დევარაჟ სანდერსთან ერთად.

ეს ღრმა, მედიტაციური პრაქტიკა შექმნა ჩარლზ ბერნერსმა ამერიკაში, 1960-იან წლებში, ინდოელი მისტიკოსის, რამანა მაჰარშის ნამუშევრებზე დაყრდნობით. მან ამ პროცესს „განმანათლებლობის ინტენსივი“ უწოდა. მოგვიანებით, სხვა ინდოელმა მისტიკოსმა, ოშომ კი, „ცნობიერების ინტენსივი“ დაარქვა და რეკომენდაცია გაუწია კითხვის ამგვარად ფორმულირებას: „რა არის შენში?“

„ვინ ვარ მე?“ - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გონების მეშვეობით ვერასდროს შევძლებთ. თუმცა, გულწრფელი მცდელობა უაღრესად ღირებულია. ხოლო როდესაც პასუხს ჩვენს შინაგან სამყაროში გამუდმებით ვეძებთ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, არაცნობიერის გავლით, ვიკვალავთ გზას ჩვენი გულისკენ. ეს არაა იოლი მოგზაურობა. აქ არ არსებობს მოკლე გზები და არც იმის საჭიროება, რომ საკუთარი თავი სულიერ ადამიანად წარმოვაჩინოთ. პირიქით, აუცილებელია, საკუთარ თავს მივცეთ უფლება, ვიყოთ სრულად, მთელი არსებით, ადამიანები.

ერთდღიანი სემინარი წარიმართება ორ ადამიანს შორის ცოცხალი ურთიერთქმედების ფორმატში (dyad structure). მონაწილეები წყვილებში სხდებიან ერთმანეთის პირისპირ. ერთ-ერთი სვამს კითხვას: „ვინ არის შენში?“ მეორე ადამიანი კი ხუთი წუთის განმავლობაში ცდილობს, შეძლებისდაგვარად უპასუხოს შეკითხვას. ამ დროის განმავლობაში პარტნიორი უბრალოდ უსმენს, ყოველგვარი უკუკავშირის გარეშე და სთავაზობს მხოლოდ სრულ თანამყოფობას. ხუთი წუთის შემდეგ როლები იცვლება.

💧 პროცესი გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში ისე, რომ შეიცვლებიან პარტნიორები. შესვენებაზე გათვალისწინებულია ერთსაათიანი ლანჩი სრულ სიჩუმეში.

❣︎ დევი 20 წელზე მეტია რაც ინტენსიურ თერაპიულ ვორქშოფებს უძღვება მსოფლიოს გარშემო, არის სხეულზე ორიენტირებული თერაპიის წიგნების ავტორი.
https://shorturl.at/4wuSD

ვორქშოფი ჩატარდება 1 მარტს
11:00 საათიდან 18:00 საათამდე

ღირებულება: 🌿
170 ლარი

🌱 რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების სრულად გადახდას 

25 თებერვლამდე გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი.

🌱 25 თებერვლის შემდეგ გაუქმების შემთხვევაში თანხა უკენ ვერ დაბრუნდება.

ფოტო და ვიდეო

Who is in? Awareness Intensive

ადგილი

ლუმოს
იოგა/ კომიუნიტი / ტაი ჩი / ქიგონგ / მედიტაცია / ცეკვები / პილატესი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება