ვის არ უყვარს მზე?! თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ვის არ უყვარს მზე?!

ვის არ უყვარს მზე?!

ვის არ უყვარს მზე?!
19, შოთა რუსთაველის გამზ.
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ქართული

აღწერა

„ვის არ უყვარს მზე?!“ (ბრბოსა და ინდივიდის დაპირისპირების კოლიზიები გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხის“ მიხედვით)


სპექტაკლი ასახავს ინდივიდის ბრძოლას ბრბოს მიერ დაწესებული სტერეოტიპებისა და ძალადობრივი წესრიგის წინააღმდეგ.


ბრბოში გამეფებული აგრესია, უსაფუძვლო სიძულვილი და კოლექტიური, ბრმა მორჩილება, ანადგურებს მათგან განსხვავებულ არსებას — თავისუფლების, უბრალოების, სილამაზისა და მშვენიერების სიმბოლოს.


ქორეოგრაფიული ენა აერთიანებს თანამედროვე ბალეტის და ქართული პლასტიკის ელემენტებს, ქმნის ემოციურ და ვიზუალურად ძლიერ თეატრალურ სივრცეს, სადაც მოძრაობა ხდება შინაგანი ტრაგიზმისა და წინააღმდეგობის მატარებელი.


დამდგმელი ქორეოგრაფი: მეგი ზარქუა

მონაწილეობს: ზარქუას ცეკვის დასი

მუსიკა: შექმნილია სხვადასხვა ავტორების კომპოზიციების მიხედვით.
 

ასაკობრივი შეზღუდვა: 10+

ფოტო და ვიდეო

ვის არ უყვარს მზე?!

ადგილი

Dimitri Aleksidze Theatre

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ამ ადგილის ყველა ღონისძიება