სპექტაკლი „ჰალსტუხიანები და ანგელოზი“ არის კომედიური სპექტაკლი, რომლის პიესა დაიწერა „თავისუფალი თეატრისათვის“ ავთო ვარსიმაშვილის მიერ.
პიესის მოქმედება ხდება პოლიციის საკანში სადაც მოყავთ მოქალაქეები, რომლებმაც სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს, მათ დასაცავად მათთან მოდის გოგონა ადვოკატი. ნელ ნელა ირკვევა, რომ ისინი საკანში კი არ არიან, არამედ გაუგებარ ბუფერულ ზონაში, ხოლო გოგონა, ადვოკატი კი არაა, არამედ ანგელოზი. ზონაში უნდა გაირკვეს, რა ელით მათ, სამუდამოდ აქ დარჩებიან თუ დაბრუნდებიან უკან, სიცოცხლეში.