ახალგაზრდა ჯაზ-დრამერის, ენდრიუს ისტორია, რომელიც დიდ მუსიკოსობაზე ოცნებობს და ლეგენდარული, თუმცა დაუნდობელი პედაგოგის — ტერენს ფლეტჩერის — კლასში ხვდება.
მათი ურთიერთობა თანდათან ფსიქოლოგიურ დუელად იქცევა, სადაც სრულყოფილებისკენ სწრაფვა ამბიციასა და თვითგანადგურებას შორის ზღვარს შლის.
ფილმმა დემიენ შაზელს მსოფლიო აღიარება მოუტანა და წარმატების ფასზე შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ნამუშევრად იქცა. მუსიკალური სცენები თითქმის ექშენივითაა გადაღებული, დაძაბულობა კი პირდაპირ ფიზიკურად იგრძნობა.
🏆 სამი „ოსკარი“, მათ შორის — ჯ. კ. სიმონსისთვის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლის შესრულებისთვის.