რა ხდება მაშინ, როცა პოლიტიკა ოჯახში იჭრება და ყველაზე ძვირფას ადამიანებს ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებს? სპექტაკლი "რა ვუყოთ ბაბუას?" პოლიტიკური გაუცხოების უკიდურესი დრამაა - ადამიანები ერთი ჭერის ქვეშ ცხოვრობენ, მაგრამ მათ შორის აუტანელი იდეოლოგიური უფსკრულია აღმართული, რომელიც პოლიტიკური კლიმატის შესაბამისად, საკუთრივ, მიტინგისა და არჩევნების კვალდაკვალ განსაკუთრებულ სახეს იღებს, რაც საბოლოოდ ანგრევს ოჯახურ იდილიას და ქმნის ტრაგიკულ განხეთქილებას. პიესა ინსპირირებულია, მოლდოვაში, 2009 წლის 7 აპრილის მასობრივი საპროტესტო გამოსვლებით, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრავმულ და საკვანძო ეპიზოდად ითვლება. გამოსვლები არჩევნების შემდეგ დაიწყო, როცა კიშინიოვის ქუჩებში ათასობით ახალგაზრდა გამოვიდა. ოპოზიცია და პროტესტის მონაწილეები არჩევნების გაყალბებას ამტკიცებდნენ. გამოსვლები სწრაფად გადაიზარდა ძალადობრივ დაპირისპირებაში. სპექტაკლი იკვლევს იმ კომპლექსურ ნიშნებს, რომელიც ხავსივითაა მოდებული ჩვენი საზოგადოების შიგნით - რა კავშირია მსხვერპლსა და ჯალათს შორის? რა ხდება მაშინ, როცა ოჯახის საკრალურ სისტემას იდეოლოგიური პარაზიტი შეუჩნდება?
