4 ივლისს, პარასკევს, 21:00 საათზე გეპატიჟებით თეატრ Kovcheg-ის (@playback_family_georgia) ახალ Playback-პერფორმანსზე — „რაზე დუმან კაცები“.
არსებობს ამბები, რომლებსაც კაცები წლების განმავლობაში გულში ატარებენ — მამასთან უთქმელი საუბარი, სიყვარული, რომლის შესახებაც ვერავინ გაიგო, დანაკარგი, რომელიც მარტო გადაიტანეს, ან ოცნება, რომელიც ვერასდროს ახდა.
ამ პერფორმანსზე სწორედ მაყურებლების ნამდვილ ისტორიებზე დაყრდნობით შევეცდებით მამაკაცური გამოცდილების გააზრებას — შეხვედრების, განშორებების, გაზრდის, დანაკარგების, აღმოჩენებისა და ცვლილებების ისტორიების საშუალებით. ეს იქნება ისტორიები კაცებზე, კაცებისგან და იმაზე, რისი ხმამაღლა თქმაც ხშირად რთულია.
რა თქმა უნდა, ეს საღამო ქალებისთვისაც არის. ეს არის შესაძლებლობა უკეთ გავიგოთ მამაკაცი, რომელიც ჩვენს გვერდითაა, დავუსვათ კითხვები, რომლებზეც პასუხები ჯერ კიდევ არ გვაქვს და, შესაძლოა, სწორედ აქ მოვისმინოთ ის, რაც აქამდე უთქმელი რჩებოდა.
ამ საღამოს სცენაზე მხოლოდ მამაკაცი მსახიობები იქნებიან, ხოლო კონდაქტორი — ქალი.
როგორია იყო კაცი?
როგორია იყო კაცის გვერდით, როცა ის დუმს?
მობრძანდით. მოჰყევით თქვენი ისტორიები და უყურეთ, როგორ გადაიქცევა ისინი თეატრად.