ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გასტროლი თბილისში, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში
"სპექტაკლი, რომლიდანაც სიფაქიზე და სიხარული მოედინება… ესაა საბავშვო სპექტაკლი, არა მხოლოდ ჩანაფიქრით, არამედ რეალურადაც, და ბავშვებს ავსებს იმ იდეით და სიხარულით, რაც მოაქვს მაცოცხლებელ მისტერიაში მონაწილეობას. ჟრიამული დიდხანს გრძელდება… „იავნანამ რა ჰქმნა“, პატარა პუბლიკასთან ერთად, ანგელოზების შოუს ჰგავს…" - ვალერი ოთხოზორია
პროექტი ხორციელდება კულტურის სამინისტროს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფინანსური მხარდაჭერით
რეჟისორი: ვატო ჯუღელი
ავტორი: იაკობ გოგებაშვილი
მხატვარი: ხატია დავითაშვილი
ქორეოგრაფი: თიკო ქოიავა
ტექნიკური რეჟისორი: მარი აბესაძე
სპექტაკლში გამოყენებულია ვახტანგ კახიძის, ჯგუფ „მგზავრების“ და ქართული ხალხური ფოლკლორის მუსიკალური კომპოზიციები
მონაწილეობენ:
მარიამ მუმლაძე, თათული ნებიერიძე, ნანა ისიანი, გიორგი გლოველი, თემურ ქველიაშვილი, მარეხ აბესაძე, ნინო აბესაძე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედებითი ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „ზესტაფონი“ მოცეკვავეები: სოფიო ნებიერიძე, სოფიო გურგენიძე, რომან სალაძე, გოგა ღონღაძე, ნუკრი კვეტენაძე.
