იანოში მუშაობს ფოსტაში, უყვარს ასტრონომია და ეხმარება თავის ბიძას, მუსიკათმცოდნეს, რომელიც დარწმუნებულია, რომ მუსიკალური ჰარმონია, რომელიც XVII საუკუნეში კომპოზიტორ ანდრეას ვერკმაისტერის წყალობით ჩამოყალიბდა და დღემდე არსებობს, არასწორია და ფალსიფიცირებული.
თუ მუსიკაში ნამდვილი ჰარმონია არ არსებობს — ის არ არის არც სამყაროში, არც ადამიანის ცხოვრებაში, და არც პატარა პროვინციული უნგრული ქალაქის ყოველდღიურობაში. იანოში ხედავს, რომ ირგვლივ შიშის, სიძულვილისა და სიგიჟის ატმოსფერო გროვდება, და ქალაქი დიდი და გარდაუვალი უბედურების ზღურბლზეა...
რეჟისორის ინტერვიუდან:
— თვლით, რომ პესიმისტი ხართ?
— არამც და არამც! ბედნიერი ვარ, როცა ვინმე მეუბნება: „თქვენი ფილმი სევდიანი და დეპრესიულია, მაგრამ სავსეა ენერგიითა და ძალით, რომელმაც გამაბედნიერა“.
პესიმისტი რომ ვიყო, კინოს კი არ გადავიღებდი, პირდაპირ მოვიკლავდი თავს — სწორედ ასე უნდა იქცეოდეს ნამდვილი პესიმისტი.
მე კი მჯერა, რომ ვიღაც ჩემი ფილმის სანახავად მივა ოც ან თუნდაც ორმოცდაათ წელიწადში.
ეს თუ არ არის ოპტიმიზმი, მაშინ რა არის? მით უმეტეს, როცა ვუყურებთ დღევანდელ მსოფლიო მდგომარეობას...
თუმცა, თვითმკვლელობაზე უარის თქმის მიუხედავად, იძულებული ვარ ვაღიარო, რომ არც ცხოვრებით ვარ კმაყოფილი, არც მსოფლიო მდგომარეობით და არც კინემატოგრაფიით.
ფილმის შემდეგ ჩაის დავლევთ და შთაბეჭდილებებს გავუზიარებთ ერთმანეთს. შეხვედრას ფილოსოფოსი და კინომცოდნე (და ამავე დროს კინოთეატრის მფლობელი) ვარია ვლასოვა გაუძღვება.