UNMIXED დამოუკიდებელი პლატფორმაა, სადაც ელექტრონული მუსიკა დისკუსიის საგანია . ჩვენ ვლაპარაკობთ თავისუფლად, ვფიქრობთ კრიტიკულად და ანგარიშვალდებულები ვართ მხოლოდ თავად ინდუსტრიის წინაშე.
WELD არის UNMIXED-ის ახალი პროექტი ინდუსტრიული ტექნო ღონისძიებებისთვის.
Sander. · თბილისი
Sander-ის მუსიკალური გზა ოპერის თეატრში დაიწყო, როცა ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყო . მან მთელი თავისი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა. სწორედ მას ვანდობთ ღამის გახსნას. გახურება (warm up) განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და ყველას არ ეხერხება. Sander გამოირჩევა განსხვავებული ხედვებით და სელექციით, მისი სეტები ემოციაზე დაფუძნებული კონკრეტული ისტორიები არის.
Kӣr · ბელგრადი
Kӣr ბანე იოვანჩევიჩი (Bane Jovančević) . ის ბელგრადის კლუბ Drugstore-ის რეზიდენტია, ის ასევე მუშაობს Creme Organization-სა (Imrali) და Yerevan Tapes-თან(Mramorje). მუსიკაში ბალკანურ ტრადიციულ და ექსპერიმენტულ გავლენებს აერთიანებს. Kӣr გააგრძელებს ჩვენს საღამოს და მოგზაურობას უფრო ღრმა, უფრო ბნელი ჟღერადობისკენ წაიყვანს .
KXAH · ნიუ-იორკი
ნიუ-იორკში მოღვაწე უკრაინელი დიჯეი, პროდიუსერი და კურატორი KXAH კოლექტივ INFRA-სთან ერთად ჩამოყალიბდა. მისი სეტები ტექნოს, ელექტროს, ეისიდსა და EBM-ს მოიცავს , მძიმე პერკუსიითა და ღრმა ბასით. უკრავდა Basement-ში, Paragon-ში, Marble Bar-ში, Good Room-სა და Refuge-ში, ასევე ფესტივალებზე Great Beyond და Techtoit. სწორედ ის იქნება შემდეგი .
Max Durante · ბერლინი
Max Durante 1987 წლიდან ერთგულად ემსახურება ელექტრონული მუსიკის სამყაროს, ის 2017 წლიდან Tresor-რეზიდენტია და HÖR Berlin-ის პირველი რეზიდენტი დიჯეი. სახეს იმიტომ არ მალავს რო ერიდება, მას სჯერა რო დიჯეინგი მხოლოდ მუსიკას ეძღვენება და არა პერსონალიებს . რაც შეეხება მაქსის ჟღერადობას მისი მუსიკა მოიცავს ინდუსტრიულ მძიმე ტექნოს . ხისტი და ამავდროულად სასიამოვნო მოსასმენია რასაც ის დაკვრისას აკეთებს .
KALI · თბილისი
ღამეს დიჯეი KALI დახურავს. ის სცენაზე დილის 9 საათიდან შემოგვიერთდება და იმ დრომდე დაუკრავს სანამ ბოლო ადამიანი იცეკვებს .
ასაკი და შესვლა
WELD 18+ ღონისძიებაა. შესასვლელთან წარმოადგინეთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი . ფოტოები და ასლები არ მიიღება.
შესასვლელთან იმოქმედებს ფეისკონტროლი .
თუ ფეისკონტროლი ვერ გაიარე და შესვლაზე უარი გეთქვა, ბილეთის თანხა სრულად დაგიბრუნდება.