თბილისის ზღვა
შაბათ-კვირის მინი-ლაშქრობა პატარებისთვის
ვიწვევთ 6 წლამდე ბავშვებს მშობლებთან ერთად მინი-ლაშქრობაზე.
გავივლით მინდვრამდე თბილისის ზღვის სანაპიროზე, სადაც დავანთებთ კოცონს, მოვამზადებთ ცხელ ჩაის და ჩვენს პატარებთან ერთად ვითამაშებთ მოძრავ თამაშებს. კოცონზე შეძლებთ სოსისებისა და მარშმელოუს შეწვას (სასუსნავი და მსუბუქი საკვები თან იქონიეთ).
მარშრუტი წრიულია. მათთვის, ვისაც ჯერ ჩვენთან ერთად არ ულაშქრია, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა სცადოთ და გაგვიცნოთ. ლაშქრობა მარტივია და აღმართების გარეშე.
