მიმდინარე წლის 6 აპრილს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ბათუმი (ELSA Batumi) გიწვევთ კოლაბორაციულ ვებინარზე “შრომითი უფლებები: პრაქტიკა და საერთაშორისო სტანდარტები”.
პროექტის ფარგლებში გაეცნობით შრომითი ურთიერთობების ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან ასპექტებსა და ვალდებულებებს. განხილული იქნება შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტები, პრაქტიკა და არსებული გამოწვევები.
ვებინარს გაუძღვება სიმონ ტაკაშვილი, იურიდიული კომპანია “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” პარტნიორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
6 აპრილი
20:00 საათი
Google Meet
ვებინარზე დასწრებას შეძლებენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდი ბმულზე: https://forms.gle/XZVZZ3SWvJgSyH7s7
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 აპრილი, 23:59 საათი.
კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ:
მარიამ გორგასლიძეს, ელსა თბილისის ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და კონფერენციების მიმართულებით.
seminarsconferences.tbilisi@ge.elsa.org
591 706 007
გიორგი მახარაძეს, ელსა ბათუმის ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და კონფერენციების მიმართულებით.
seminarsconferences.batumi@ge.elsa.org
557 455 631