გეპატიჟებით მამა შიო პაიჭაძის მოწაფეების,ბათუმისა და ლაზეთის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძართან არსებული სამხატვრო წრის ინკლუზური ჯგუფის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვაზე, რომელიც სიყვარულით ეძღვნება მეუფე დიმიტრის მღვდელმთავრობის 30-ე წლის იუბილეს.
ღონისძიება გაიმართება 12 თებერვალს, 18:00 საათზე,
ბათუმის სამედიცინო აკადემიაში - ტბეთის ქ. 4 (ბენზე).
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ადგილზე დაათვალიეროს და შეიძინოს მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები და გახდეს ამ განსაკუთრებული დღის ნაწილი.
საქართველოს მედიცინის ისტორიის მუზეუმი
საქართველოს მედიცინის ისტორიის მუზეუმს აქვს თითქმის სამოცწლიანი ისტორია და ინახავს დაახლოებით 19 000 მუზეუმურ ექსპონატს. მუზეუმის დარბაზებში წარმოდგენილია 300-ზე მეტი უნიკალური ნიმუში, მათ შორის:
პრეისტორიული პერიოდის (დაახლოებით 15 მილიონი წლის წინ) გადაშენებული ცოცხალი ორგანიზმების ნაშთები: ვეშაპის ნეკნები, ამონიტი და დათვისძაღლის (ამფიციონის) ნაკვალევი, აღმოჩენილი დასავლეთ საქართველოში;
ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XXXIII–XI სს.) არქეოლოგიური არტეფაქტები — მითოლოგიური პრინცესა მედეას ეპოქა (ძვ. წ. XII–VII სს.);
ვიზუალური მასალა, მიძღვნილი ქართველი ერის ეთნოგენეზსა და ანთროპოლოგიას;
ანტიკური და შუა საუკუნეების პერიოდის მასალები — პონტოს მეფე მითრიდატე VI-დან (ძვ. წ. II–I სს.) ქართული სახელმწიფოებრიობის „ოქროს ხანამდე“ (XIII ს.);
ქართული სამედიცინო ხელნაწერები;
ქართული ხალხური მედიცინის იარაღები;
ქართული ტრადიციული მედიცინის ექსპონატები;
რენესანსის ეპოქის მასალები — ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის (XV ს.) და საქართველოს მეფე დავით XI-ის (1569–1578) მემკვიდრეობა;
XIX–XX საუკუნეების გამოჩენილი ქართველი ექიმების არქივები.
