კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართება ღონისძიება „გვაქვს უთვალავი ფერითა“ ეს უთვალავი ფერი საქართველოში არსებული ეთნიკური, რელიგიური და კულტურული ჯგუფებია, ისინი საუკუნეებია მშვიდობიანად თანაარსებობენ, ქმნიან საერთო კულტურულ გარემოს და ამდიდრებენ ქვეყნის მრავალფეროვან იდენტობას.
მთხრობელი - ნიკოლოზ წულუკიძე
რეჟისორი - ნიკა საბაშვილი
მონაწილეობენ: დავით მაზანაშვილი და სიმფონიური ორკესტრი, მედოლე ბავშვთა ანსამბლი ნინოწმინდიდან, თეატრალურის კვარტეტი, ნუკრი კაპანაძე, ნარგილე მეჰთიევა , მარინა საღარაძე, ეკა კახიანი, თამარ გვერდწითელი, მურო გაგოშიძის „ცეკვის ლაბორატორია“. წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტები თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრისა და ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლებიდან.