ამ პარასკევს ინგლისურ სასაუბრო კინოკლუბში ვუყურებთ და განვიხილავთ Stanley Kubrick-ის ფილმს — Paths of Glory.
მსახიობები:
Kirk Douglas
Ralph Meeker
Adolphe Menjou
ხანგრძლივობა: 1 საათი 28 წუთი
ენა: ინგლისური, ინგლისური სუბტიტრებით
1916 წელი. დასავლეთის ფრონტი.
უკვე ორი წელია მოკავშირეები ცდილობენ ომის მიმდინარეობის შეცვლას.
კორპუსის მეთაური გენერალ მიროს აძლევს ბრძანებას შეუტიოს მტრის მიუდგომელ პოზიციას, რომელსაც „ჭიანჭველების ბორცვს“ უწოდებენ.
ოპერაციის შედეგი თითქმის წინასწარ ცნობილია, თუმცა მის შესრულებას მაინც პოლკოვნიკ დაქსს — ქვეითი პოლკის მეთაურს — ავალებენ.