Ვ. Ა. ᲛᲝᲪᲐᲠᲢᲘ. „ᲛᲪᲘᲠᲔ ᲦᲐᲛᲘᲡ ᲡᲔᲠᲔᲜᲐᲓᲐ“ ᲡᲐᲜᲗᲚᲘᲡ ᲨᲣᲥᲖᲔ. MYSTERY ENSEMBLE თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Ვ. Ა. ᲛᲝᲪᲐᲠᲢᲘ. „ᲛᲪᲘᲠᲔ ᲦᲐᲛᲘᲡ ᲡᲔᲠᲔᲜᲐᲓᲐ“ ᲡᲐᲜᲗᲚᲘᲡ ᲨᲣᲥᲖᲔ. MYSTERY ENSEMBLE

Ვ. Ა. ᲛᲝᲪᲐᲠᲢᲘ. „ᲛᲪᲘᲠᲔ ᲦᲐᲛᲘᲡ ᲡᲔᲠᲔᲜᲐᲓᲐ“ ᲡᲐᲜᲗᲚᲘᲡ ᲨᲣᲥᲖᲔ. MYSTERY ENSEMBLE

Ვ. Ა. ᲛᲝᲪᲐᲠᲢᲘ. „ᲛᲪᲘᲠᲔ ᲦᲐᲛᲘᲡ ᲡᲔᲠᲔᲜᲐᲓᲐ“ ᲡᲐᲜᲗᲚᲘᲡ ᲨᲣᲥᲖᲔ. MYSTERY ENSEMBLE
Akaki Beliashvili 68, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან35
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

21.11.2026
შაბათი
20:00
35 ₾ - 70
35 ₾ - 70
ვრცლად

აღწერა

შუაგულ თბილისში უნიკალური კონცერტი გაიმართება. გეპატიჟებით, ისიამოვნოთ ცნობილი „მცირე ღამის სერენადით“ საოცრად ატმოსფერულ სივრცეში, ასობით მოციმციმე სანთლის შუქზე. შედევრს სიცოცხლითა და ფერებით სავსე შესრულებით Mystery Ensemble წარმოგიდგენთ.

პროგრამაში ასევე შესულია XX საუკუნის კომპოზიტორის, თანამედროვე კლასიკოსისა და ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებადი ავტორის, პავლე კარმანოვის ნაწარმოები. რა უხილავი ძაფი აკავშირებს მას მოცარტთან? ამას თქვენ თავად, ფიზიკურად იგრძნობთ!

შესაძლოა, XVIII, XIX ან თუნდაც XX საუკუნის არცერთი სხვა დიდი კომპოზიტორის ცხოვრება არ ყოფილა ასე ზუსტად და ამომწურავად დოკუმენტირებული, როგორც მოცარტის. ამავდროულად, არავის სახელი არ ყოფილა გარშემორტყმული ამდენი მითით. ფენომენალური ნიჭი თითქმის დაბადებიდან, კომპოზიტორული გენიის ადრეული გამოვლინება, ხანმოკლე მიწიერი ცხოვრება, უზარმაზარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა და, ბოლოს, იდუმალი სიკვდილი — ყოველივე ეს არის რეალური ფაქტები, რომლებმაც დასაბამი მისცეს ლეგენდას.

შეუძლებელია სხვა კომპოზიტორის პოვნა, რომელიც მოცარტის მსგავსი ბრწყინვალებით ფლობდა ჟანრებისა და ფორმების ასეთ მრავალფეროვნებას: იქნება ეს სიმფონია, კონცერტი, დივერტისმენტი, კვარტეტი, ოპერა, მესა, სონატა თუ ტრიო.ანსამბლის მიერ შესრულებული მუსიკისა და დარბაზის ჯადოსნური ატმოსფეროს შერწყმა ამ საღამოს დაუვიწყარს გახდის. იჩქარეთ, შეიძინეთ ბილეთები აპრილის ყველაზე ლამაზ და დამამშვიდებელ კონცერტზე!

კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution Ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს უძველეს სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარში – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ

  • W.А. Mozart - Little Night Serenade 
  • W.А. Mozart - Divertimento F-Dur 
  • W.А. Mozart - Divertimento D-Dur 
  • W.А. Mozart - Divertimento B-Bur 
  • P.V. Karmanov - Quaretet 

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას

ფოტო და ვიდეო

Ვ. Ა. ᲛᲝᲪᲐᲠᲢᲘ. „ᲛᲪᲘᲠᲔ ᲦᲐᲛᲘᲡ ᲡᲔᲠᲔᲜᲐᲓᲐ“ ᲡᲐᲜᲗᲚᲘᲡ ᲨᲣᲥᲖᲔ. MYSTERY ENSEMBLE

ადგილი

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზი
2020 წლის 11 იანვარს თბილისში ბელიაშვილის 68-ში ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციურ შენობაშია განთავსებული. საკონცერტო დარბაზი 400 ადგილზეა გათვლილი. მისი ვესტიბული და საოფისე ნაწილი როგორც საგამოფენო, ასევე კონფერენციებისა და კორპორატიული ღონისძიებების ჩატარების ფართო შესაძლებლობას იძლევა. დარბაზი საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის ვახტანგ სალარიძის სახელს ატარებს, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეტრში მოღვაწეობდა. ამ თეატრის არაერთი წარმატება სწორედ ვახტანგ სალარიძის ასხელს უკავშირდება.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება