ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში - ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და საინტერესო პროექტი - „ჯადოსნური ეკრანი - ამბები ქართული ანიმაციიდან“ გაიმართება.
პროექტს წარმოგიდგენთ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც ამჯერად გვამოგზაურებს თითქმის ერთ საუკუნოვანი ქართული ანიმაციის ისტორიაში. სცენაზე საინტერესო ისტორიების გარდა, გაიჟღერებს სხვადასხვა პერიოდში, ქართული ანიმაციისათვის შექმნილი სიმღერები, რომელსაც წარმოადგენენ:
ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნუკრი კაპანაძე, სოფო ხალვაში, მანანა თოდაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნუგზარ კვაშალი , „თეატრალურის კვარტეტი“, „ვოკალის აკადემიის კვარტეტი 4“.
მუსიკალური ნაწილი წარმოდგენილი იქნება ბენდის თანხლებით, რომელსაც ნიკოლოზ ნიკვაშვილი უხელმძღვანელებს.
რეჟისორი: ნიკა საბაშვილი
სცენარის ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი
მხატვარი: ვახო ქორიძე
ვიდეო რეჟისორი: გვანცა მეფარიშვილი
19:00 - კარის გახსნა
20:00 - კონცერტის დასაწყისი
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება