ჯადოსნური დღე-სასწაული თეატრში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ჯადოსნური დღე-სასწაული თეატრში

ჯადოსნური დღე-სასწაული თეატრში

ჯადოსნური დღე-სასწაული თეატრში
99 Beliashvili St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 650
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

31 დეკემბერს, თეატრის კარი იხსნება ყველასთვის, ვისაც სურს წლის ბოლო ღამეს განსაკუთრებულად დაემშვიდობოს და ახალი წელი ჯადოსნური დღე-სასწაულით დაიწყოს. ვენური ვალსიდან ქართულ ჰანგებამდე, თავბრუდამხვევი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, ახალი წლის განსაკუთრებული სამზადისი და 2025 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა — თითოეული ბგერა და მოძრაობა, საჩუქრები, ამაღლებული განწყობა და საოცარი თეატრალიზებული გარემო ყველასთვის ჯადოსნურ დღე-სასწაულს შექმნის. 2024-2025 წლების გასაყარზე ეს ყველაფერი „თეატრში“ გელოდებათ!

ფოტო და ვიდეო

ჯადოსნური დღე-სასწაული თეატრში

ადგილი

«თეატრი» (წისქვილი)
«თეატრი» (წისქვილი)
99 Beliashvili St., Tbilisi
"თეატრი" - მულტიფუნქციური პავილიონია, სრულიად ახალი - SHOW & DINNER კონცეფცია, რომელიც პირველია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. "თეატრში" ერთდროულად შეიძლება იმოგზაუროთ კლასიკურ კაბარეში, ნახოთ ამერიკული მიუზიკლი, დატკბეთ ოპერით, ბალეტით, დაესწროთ კონცერტს და მოუსმინოთ თანამედროვე არტისტების შემოქმედებას, ტურისტებს კი შეუძლიათ აღმოაჩინონ ქართული კულტურული ატრაქცია, გასტრონომიის თანხლებით. ასევე დაესწროთ დაჯილდოებას, კონფერენციას, კერძო წვეულებას, კორპორატიულს, ქორწილს, შესაძლოა იყოს გადაღების ლოკაცია (სატელევიზიო, სარეკლამო), ჩატარდეს ბრენდის პრეზენტაცია და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს არის მრავალფუნქციური პავილიონი, სივრცე რომელიც მუდმივად ტრანსფორმირდება. ღონისძიების რეჟისორს აქვს შემოქმედებითი თავისუფლება, შექმნას მისთვის სასურველი გარემო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება