ვოიცეკი
თეატრი

ვოიცეკი

„ვოიცეკი“ - გერმანელი დრამატურგის, გეორგ ბიუხნერის პიესაა. უბრალო ხალხის წარმომადგენელი ინდივიდის მძიმე, გაუსაძლისი მდგომარეობაა ასახული.. ნაწარმოების სიუჟეტი რეალურ ამბავზეა აგებული. ვოიცეკმა, ლაიდციგელმა დალაქმა, შეყვარებულისადმი ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობა ცაიდინა, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს.პიესა რომელზეც ბიუხნერი სიცოცხლის ბოლო წელს მუშაობდა დაუმთავრებელი დარცა და მხოლოდ მისი გარდაცვალების მერე გამოქვეყნდა. ბილეთები 8,5 ₾-დან.
ვოიცეკი
182, D. Agmasheneblis Ave., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

რეჟისორი იოსებ ბაკურაძე

კომპოზიტორი სანდრო ნიკოლაძე

მხატვარი ანა დვალი, ბაჩუკი შენგელია

მონაწილეობენ: უჩა მჟავია, შალვა ჩალაღაშვილი,ნინი თათოშვილი, ნინო ძმანაშვილი, ლუკა გერგედა.

ფოტო და ვიდეო

ვოიცეკი

ადგილი

მოძრაობის თეატრი
მოძრაობის თეატრი
182, D. Agmasheneblis Ave., Tbilisi
«მოძრაობის თეატრის» ისტორია მისი დამფუძნებლის კახა ბაკურაძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქართველოში თეატრის გახსნამდე, კახა ბაკურაძე დასავლეთ ევროპაში მოღვაწეობდა და მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში 2000 წელს დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში, პანტომიმის გაკვეთილებს უტარებდა მომავალ მსახიობებს. 2001 წელს თეატრალურის სტუდენტებთან ერთად დადგა პირველი სპექტაკლი «რიჩარდ მესამე», რომელიც იმავე წელს შეფასებული იქნა როგორც წლის საუკეთესო ექსპერიმენტი. სტუდენტებისგან შეკრულმა დასმა სწორედ აქ დაანახა კახა ბაკურაძეს საკუთარი თეატრის ჩამოყალიებების შესაძლებლობა და დაიწყო მოგზაურობა, მოძრაობის სამყაროში. პირველი საჯარო გამოსვლები კახა ბაკურაძის დასმა, ყოველგავრი ანონსებისა და ანაზღაურების გარეშე ქუჩებში დაიწყო. მოძრაობის თეატრი მუდმივ მოძრაობაში იყო და შესაძლებლობის ფარგლებში იცვლიდა სარეპეტიციო ფართებს, საკუთარი თეატრის მშენებლობის დასრულებმადე (2013 წ.), რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელმა და დასმა, საკუთარი ხელით ააგეს. მას შემდეგ ამ შენობაში ერთი დღითაც არ შეწყვეტილა შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც მხოლოდ თეატრალურ სპექტაკლებს არ გუსლიხმობს. კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში უამრავი შემოქმედებითი საღამო იმართენა და მათი სელექცია მხოლოდ ერთი ნიშნით ხდება - შემოქმედება უნდა იყოს საავტორო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.