მულტიმედიური ფოლკ-პერფორმანსი SKENE-ში
19 აპრილს, 20:00 საათზე, მე-16 საუკუნის ძველი თბილისის ქარვასლის გვირაბებში, თეატრი SKENE გიწვევთ საღამოზე, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ ეზიაროთ ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე ესთეტიკის საოცარ სინთეზს.
„ჩვენებურები“ — წარდგებიან ექსკლუზიური პროგრამით, სადაც ტრადიციული საკრავები და მრავალხმიანობა, კოლექტიური მეხსიერების სამყაროში გამოგზაურებთ.
ლელა ნაყეური თავისი გამორჩეული ვოკალით ატმოსფეროს კიდევ უფრო მისტიურს გახდის.
ბილეთის ფასში შედის ღვინის დეგუსტაცია!
ღონისძიებაზე არ არის ასაკობრივი შეზღუდვა.
ადგილი მაგიდასთან არის შეზღუდული ხილვადობით.