«ვკვდები როგორც ქვეყანა» თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
გაუქმებულია
«ვკვდები როგორც ქვეყანა»

«ვკვდები როგორც ქვეყანა»

«ვკვდები როგორც ქვეყანა»
127 David Agmashenebeli Avenue, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან20
advertising
ქართული

აღწერა

ზოგჯერ სიკვდილის პროცესი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე სიცოცხლე. მან შესაძლოა საუკუნეები და ათასწლეულებიც კი გასტანოს. რა ხდება მაშინ, როდესაც სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ მთელი ქვეყანა იმყოფება? რამ შეიძლება მიიყვანოს ერი სრულ ფიზიკურ და მენტალურ განადგურებამდე? ცნობილი ბერძენი მწერლის, დიმიტრის დიმიტრიადისის, 1978 წელს შექმნილი, მცირე რომანი „ვკვდები როგორც ქვეყანა" სწორედ ხანგრძლივი სიკვდილის პროცესში მყოფი ერის ამბავს გვიყვება.

ტექსტი, თანამედროვე საქართველოს და მისი პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში, ორმაგად საინტერესოა. შემოქმედებითი ჯგუფი სამუშაო პროცესში ჩიხში აღმოჩენილი ქვეყნის ბედს აკვირდება და მაყურებელთან ახალი დისკუსიის შექმნას ცდილობს.

სპექტაკლის ხანგრძლივობა 110 წუთი (ერთი მოქმედება)
ასაკობრივი ზღვარი 16+

ფოტო და ვიდეო

«ვკვდები როგორც ქვეყანა»

ადგილი

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი
127 David Agmashenebeli Avenue, Tbilisi
ვასო აბაშიძის ახალი თეატრი თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე 127-ში მდებარეობს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება