კალიგრაფიის სკოლის გამოფენა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
კალიგრაფიის სკოლის გამოფენა

კალიგრაფიის სკოლის გამოფენა

კალიგრაფიის სკოლის გამოფენა
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ფაბრიკას საგამოფენო სივრცე და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია გიწვევთ კალიგრაფიის სკოლის, დავით მაისურაძის საავტორო კურსის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენაზე. დავით მაისურაძის ოთხთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს კურსის საბოლოო კალიგრაფიული ნამუშევრები და წარუდგენენ ფართო საზოგადოებას.

ფოტო და ვიდეო

კალიგრაფიის სკოლის გამოფენა

ადგილი

ფაბრიკა
ფაბრიკა
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება