ერთდღიანი კულტურულ-შოპინგ ტური მათთვის, ვისაც უყვარს ვინტაჟური ნივთები, ანტიკვარიატი, ხელნაკეთი ნამუშევრები და თბილისის ავთენტური ატმოსფერო. ტური გაძლევთ შესაძლებლობას აღმოაჩინოთ ქალაქის გამორჩეული Flea Market, სადაც ყოველი ნივთი საკუთარ ისტორიას ინახავს და წარსულსა და თანამედროვეობას ერთმანეთთან აკავშირებს.
პროგრამა მოიცავს:
- თბილისის ისტორიული Flea Market-ის მონახულებას
- ვინტაჟური და ანტიკვარული ნივთების დათვალიერებას
- საბჭოთა ეპოქის უნიკალური ნივთებისა და ვინილის ფირფიტების აღმოჩენას
- XIX საუკუნის ვერცხლის აქსესუარებისა და ხელნაკეთი კერამიკის გაცნობას
- თავისუფალ დროს შოპინგისა და სუვენირების შესაძენად
- ფოტოების გადაღების შესაძლებლობას
- გიდის თანხლებით ტურს
- შეიგრძენით ძველი თბილისის განსაკუთრებული ატმოსფერო და იპოვეთ უნიკალური ვინტაჟური ნივთები, რომლებიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს.
დეტალური ინფორმაცია:
თარიღი: ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს
დაწყების დრო: 11:00
დამთავრების დრო: 18:00
ხანგრძლივობა: დაახლოებით 7 საათი
შეხვედრის ადგილი: ნებისმიერი ადგილიდან
ბილეთის ფასი: 225₾ - ფასი 1 პერსონაზე