მეორე სერია - „მოგზაურობა“ სპექტაკლი ინტერაქტიურია ვინი პუჰი, თავის მეგობრებთან ერთად ლონდონში მიემგზავრება. მეგობრებს უცხო ქვეყანაში ფუტკრები ელოდებიან. თუმცა, ინგლისში ჩასვლამდე ვინის, გოჭუნას და ბაჭიას წინ დიდი თავგადასავალი ელის. აეროპორტში ისინი, ტაქსის მძღოლს- თევზს წყალქვეშა გზით მიჰყავს. ვინი და მისი მეგობრები ზღვაში საოცარ სამყაროში აღმოჩნდებიან. აეროპორტში კი დათქმულ დროს მივლენ. სპექტაკლი თავისი, განსხვავებული ფორმითა და შინაარსით, პატარა მაყურებელს, ახალი- ვინი პუჰის ამბავს, ორიგინალური ვერსიით წარუდგენს .
სარეკომენდაციო ასაკი: 2+
2016 წლის 14 იანვრიდან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდთა თეატრის შემოქმედებითი პროცესი განახლებულ შენობაში გრძელდება. ისტორიულ შენობას თავისი ერთსართულიანი და საზაფხულო ფართით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.