Vini Vici თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Vini Vici

Vini Vici

Vini Vici
2 Dzmebi Kakabadzeebi Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან60
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

15.05.2026
პარასკევი
21:00
60 ₾ - 120
60 ₾ - 120
ვრცლად

აღწერა

15 მაისს - ფსიქოდელიური ტრანს მუსიკის, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული დუო - VINI VICI - Mono Hall-ის სცენაზე ბრუნდება.
 

VINI VICI - Aviram Saharai-ს და Matan Kadosh-ს მიერ ადრეულ 2000-იანებში ისრაელში დაფუძნებული პროექტია, რომელიც ათეული წლებია ვითარდება და ტურნეებს მართავს მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში.

 

VINI VICI-მ წარმატებას, შემოქმედებითი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მიაღწია, მათ შორის: 2017 წელს დუომ “Dj Mag Top 100 Dj’s” საერთაშორისო რეიტინში #72-ე პოზიცია დაიკავა, რის შემდგომაც ამავე წელს Walla Nightlife Awards-ზე წლის დიჯეის ტიტული მოიპოვა. ასევე 2015, 2016, 2017 წლებში VINI VICI ყველაზე გაყიდვადი Psytrance არტისტი გახდა. მათი შემოქმედება დახუნძლულია, ისეთ არტისტებთან ერთად კოლაბორაციით, როგორებიც არის: Armin Van Buuren, Dimitry Vegas & Like Mike, Steve Aoki, W&W, KSHMR, Astrix, Timmy Trumpet და სხვები.  

 

VINI VICI წელიწადში საშუალოდ, 200-მდე შოუს მართავს, ისეთ მასშტაბურ ფესტივალებზე, როგორიც არის: Tomorrowland, EDC, Ultra, Dreamstate, ASOT, AMF, Dreambeach, Creamfiled, Electric Love, Airbeat One, World Club Dome, Transmission და სხვები.

 

VINI VICI-ს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რემიქსს “Free Tibet”, 140 მილიონამდე მოსმენა აქვს Youtube-ზე. ასევე აღსანიშნავია VINI VICI-სა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Trance დიჯეის Armin Van Buuren-ის ერთობლივი ნამუშევარი “Great Spirit” და W&W-თან ერთად შექმნილი თრექი “Chakra”, რომლებმაც წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა პროექტს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 16+


ღონისძიების დატოვების შემთხვევაშისტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ფოტო და ვიდეო

Vini Vici

ადგილი

მონოჰოლი
საკონცერტო სივრცე ცოცხლი შესრულების მუსიკისთვის
ამ ადგილის ყველა ღონისძიება